ზამთრის რთული გზებისთვის - ბრიჯსტოუნი

16.12.2022
ზამთრის რთული გზებისთვის - ბრიჯსტოუნი
სიახლეები


Bridgestone წარადგენს 2020-2021 ზამთრის სეზონის საბურავებს

Bridgestone-მა წარადგინა დაშიპული და არადაშიპული საბურავების ფართო ასორტიმენტი. პროდუქტი შესანიშნავია ზამთრის პირობებში, მათ შორის, ზამთრის რთულ გზებზე. ეს მოდელი ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლების მოთხოვნებსაც კი პასუხობს. ახალი ხაზი მოიცავს როგორც ახალ მოდელებს, ასევე უკვე გამოცდილ საბურავებს, რომლებმაც დიდი ხანია დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე.

ბრიჯსტოუნი არის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი არადაშიპული საბურავების სეგმენტში. ახალ სეზონზე კომპანიამ წარმოადგინა სიახლე - Blizzak DM-V3 - Bridgestone-ის ინოვაციური ნანოტექნოლოგიური სიახლე, სპეციალურად შექმნილი SUV-ებისა და ქროსოვერებისთვის. რეზინის ინოვაციური ნაერთის Active MultiCell Compound II-ის გამოყენებამ უზრუნველყო მაქსიმალური მოჭიდება და ყინულზე დამუხრუჭების მანძილი 9%-ით შემცირება. ნეილონის კარკასის ორმაგი ფენა გვერდით კედელში უზრუნველყოფს წინააღმდეგობის მიმართ მედეგობას და გაზრდილ საიმედოობას გზის ყველაზე რთულ მონაკვეთებზეც.  Blizzak DM-V3 საბურავები ძალიან გამძლეა და ინარჩუნებს თვისებებს მთელი ექსპლუატაციის ვადის განმავლობაში. კიდევ ერთი ფლაგმანი არადაშიპული საბურავების სეგმენტში არის რევოლუციური Blizzak ICE, ნანოტექნოლოგიის დახმარებით შემუშავებული საბურავი, რომელიც ლეგენდარული Blizzak VRX (VRX2)-ის შემდეგი თაობაა. ახალი თაობის Active MutliCell Compound II რეზინის ნაერთი უზრუნველყოფს საუკეთესო მართვასა და დამუხრუჭებას ყინულსა და თოვლზე. სამუხრუჭე მანძლი წინა მოდელთან შედარებით შემცირებულია 10%-ით. გაზრდილმა სიხისტემ და სარბენი ბლოკების ნაკლებმა დეფორმაციამ შეამცირა საბურავის ცვეთა 22%-ით. გარდა ამისა, Blizzak ICE-ს აქვს ხმაურის დაბალი დონე ჰაერის ნაკადის დისპერსიული ღარების გაუმჯობესებული დიზაინის გამო.

Blizzak Spike-02/Blizzak Spike-02 SUV არის ინოვაციური დაშპული საბურავი Blizzak-ის ხაზიდან, რომელიც გთავაზობთ უსაფრთხოებას ყინულსა და თოვლზე. მოდელის შემუშავებისას, ბრიჯსტოუნის ინჟინრებმა ყურადღება გაამახვილეს შიპების ოპტიმალურ რაოდენობასა და მათ სიმყარეზე. V-ის ფორმის პროტექტორი აუმჯობესებს მოჭიდებას (აჩქარებას) თოვლზე. ნეილონის კარკასის ორმაგი ფენა გვერდით კედელში უზრუნველყოფს საბურავის არნახულ საიმედოობასა და გამძლეობას.

Blizzak LM005 არის პრემიუმ საბურავი ზომიერი ევროპული ზამთრისთვის. მოდელი შექმნილია 20,000 მომხმარებლის ჩართულობით. ეს არის ზამთრის პირველი საბურავი, რომელმაც მიიღო "A" კლასის ეტიკეტი სველ ზედაპირზე მოჭიდების კატეგორიაში. Blizzak LM005-ს კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი წარმადობა აქვს სველ ზედაპირებზე მოჭიდებისას, დამუხრუჭებისას და მოსახვევებში, რაც დასტურდება გერმანული ექსპერტული ორგანიზაციის TUV SUD6-ის ტესტებით. პროდუქტის შექმნისას გამოყენებულია ინოვაციური NanoPro-Tech ნანოტექნოლოგია, რომელიც იდეალურია ზამთრის სველ ზედაპირებზე და თოვლზე. მოდელი საუკეთესოდ იქნა აღიარებული თავის კლასში ADAC ზამთრის საბურავების ტესტების შედეგების მიხედვით 2020 წელს.