POTENZA RACE- მოდელი საუკეთესო წარმადობით

15.12.2022
POTENZA RACE-  მოდელი საუკეთესო წარმადობით
სიახლეები


Lamborghini-თან პარტნიორობით ბრიჯსტოუნმა შეიმუშავა განსაკუთრებული სარბოლო საბურავები (Potenza) სუპერქარისთვის HURACAN STO.

  • ბრიჯსტოუნის სარბოლო, ნახევრად გლუვი საბურავები (Potenza Race) შექმნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს Lamborghini Huracan STO-ს საოცარ წარმადობას, სარბოლო ავტოდრომზე და მის გარეთ.
  • სპეციალურად შექმნილ Potenza Race-ს აქვს გასაოცარი გამძლეობა ავტოდრომზე.
  • ბრიჯსტოუნი არის საბურავების ექსკლუზიური მომწოდებელი Lamborghini Huracan STO-სთვის და ასევე აწვდის Potenza Sport მოდელს სუპერქარისთვის.


ბრიუსელი (20 ივლისი, 2021) - ბრიჯსტოუნი გახდა საბურავების ექსკლუზიური მომწოდებელი ახალი Lamborghini Huracan STO-სთვის, სუპერქარისთვის, რომელიც გამოუშვა გამორჩეულმა იტალიურმა ავტომწარმოებელმა და რომლის გამოყენებაც საავტომობილო გზებზეც დაშვებულია.

Bridgestone Potenza Sport საბურავებთან ერთად Lamborghini Huracan STO ასევე წარმოდგენილია Bridgestone Potenza Race საბურავებითაც. მისი ზედაპირი უზრუნველყოფს გამძლეობას ხანგრძლივი რბოლის დროს, მოხვევის სტაბილურობას და საიმედო დამუხრუჭებას როგორც ავტოდრომზე, ისე საავტომობილო გზაზე.

Potenza Race შექმნილია იმისთვის, რომ Lamborghini Huracan STO-მ სრულად გამოხატოს თავი და ავტომოყვარულებს მიეცეთ საშუალება ისიამოვნონ ავტომობილის მაღალი ხარისხის წარმადობით. ათწლეულების განმავლობაში Formula 1-ის რბოლებში მონაწილეობით და ავტომწარმოებლებთან მუდმივი თანამშრომლობით ბრიჯსტოუნმა შეიუმაშავა Potenza Race პრემიუმ საბურავი სუპერქარ Lamborghini Huracan STO-სთვის. საბურავის კედლებზე გამოსახულია Lamborghini-ის ლოგოტიპები და შეფერილია იტალიის დროშის აღმნიშვნელი 3 ფერით, რაც ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ავტომობილიცა და საბურავებიც იტალიაშია დამზადებული.

ბრიჯსტოუნის Potenza Race-ს აქვს სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული უნიკალური ზედაპირი. პროტექტორის განახლებული ფორმა და სპორტული საბურავის აგებულება გაერთიანებულია უკეთესი მანევრირების უზრუნველსაყოფად. მოდელი ხასიათდება მაღალი გამძლეობითა და ავტოდრომზე საუკეთესო წარმადობით.

Potenza Race-ის შექმნისას ბრიჯსტოუნმა გამოიყენა საბურავების მოდელირების საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებელს ხდის დაპროექტდეს და შემოწმდეს მომავალი საბურავის ციფრული ეგზემპლარი. ამ პროექტში ვირტუალური დიზაინის მეთოდის გამოყენებამ ბრიჯსტოუნსა და ლამბორგინის საშუალება მისცა აღმოეჩინათ მახასიათებლების ის ოპტიმალური კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფდა წნევის თანაბარ განაწილებას ყველაზე რთულ შემთხვევებში: მოხვევისას, დამუხრუჭებისას და მოჭიდებისას.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა Huracan STO-სთვის საბურავის პროექტირების პერიოდის შემცირება და პროცესიც მეტად მოქნილი გახდა. ვირტუალურ სივრცეში საბურავის განვითარება შესაძლებელს ხდის საბურავის პროტოტიპების გამოცდას გაცილებით მეტჯერ, რადგან საბურავის ვირტუალური ეგზემპლარი შესაძლებელია სწრაფად შეიცვალოს და გაიგზავნოს გამოსაცდელად სპეციალური მართვის სიმულაციურ პროგრამაზე. საბოლოოდ, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ამცირებს საბურავის განვითარების დროს და დასრულებული პროდუქტი სწრაფად აღწევს ბაზრამდე. ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი საბურავი იდეალურია ავტომობილებისთვის, რადგან დაპროექტების პროცესში უამრავი ალტერნატივა ფასდება და გადის ტესტირებას. ამასთანავე, ეს მეთოდი ბუნებრივი რესურსების დაზოგვისა და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცირების საშუალებასაც იძლევა.