ბრიჯსტოუნის ზაფხულის საბურავები. შემოწმებული ექსპრტების მიერ. გამოცდილი გზაზე.

15.12.2022
ბრიჯსტოუნის ზაფხულის საბურავები. შემოწმებული ექსპრტების მიერ.  გამოცდილი გზაზე.
სიახლეები

ბრიჯსტოუნმა 2021 წელს წარმოადგინა საბურავების დიდი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავდა ბრენდის საუკეთესო ნიმუშევს, ინოვაციებსა და იმ მოდელებს, რომლებმაც ბაზარზე უკვე დაამტკიცეს საკუთარი ღირსება. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა ავტომობილის საბურავებს, რომლებიც თანხვედრაშია მძღოლების ყველა მოთხოვნასთან, მართვის სტილისა და გარემო პირობების მიუხედავად. Autostat Omnibus-ის მიხედვით, ბრიჯსტოუნი არის N1 ბრენდი გამძლეობით, N2 - ზაფხულის საბურავებით კმაყოფილების მიხედვით და ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოს ტოპ სამ მწარმოებელს შორის.

Potenza Sport არის ახალი სპორტული პრემიუმ საბურავი, რომელიც შეესაბამება სპორტულ მანქანასა და მართვის სპორტულ სტილს.  Potenza Sport გამოცდილია TUV SUD2-ის მიერ და აღწევს საუკეთესო შედეგებს მოხვევისას და სწორ გზაზე სტაბილურად სვლისას. Potenza Sport აწესებს ახალ სტანდარტს პრემიუმ ხასირსხის სპორტულ საბურავებში: ასიმეტრიული ჭრილი აუმჯობესებს სტაბილურობას მოხვევისას, რეზინის ინოვაციური შემადგენლობა მოჭიდების უანრს, სპეციალური პროდტექტორის დტრუქტურა კი უზრუნველყოფს წნევის თანაბარ განაწილებას მოხვევისას. Potenza Sport იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც უყვარს მართვის სპორტული სტილი და მაღალი სიჩქარე, ვინც აფასებს კომფორტსა და ამავდროულად უსაფრთხოებას გზაზე.

Turanza T005 არის პრემიუმ საბურავი სამგზავრო ავტომობილებისთვის. იგი გამოცდილია გერმანული საავტომობილო ორგანიზაციების - TUV SUD და ADAC-ის მიერ. 2019 წელს Turanza T005 გახდა გერმანული საავტომობილო ორგანიზაციის ADAC3-ის დამოუკიდებელი ტესტის გამარჯვებული, რადგანაც აჩვენა დამუხრუჭებისას საუკეთესო მაჩვენებელი როგორც სველ, ისე მშრალ ზედაპირებზე, შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია და რამდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ გახდა ყველაზე რეკომენდებული საბურავი. Turanza T005-ის სამუხრუჭე მანძილი საშუალოდ 3 მეტრით ნაკლებია, ვიდრე მისი უახლოესი კონკურენტისა. სველ ზედაპირებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს  NanoPro-TechTM რეზინის ინოვაციური ტექნოლოგია. ამასთანავე, ეს საბურავი 11%-ით მეტად გამძლეა, ვიდრე მისი წინამორბედი. Turanza T005 იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სრული კონტროლი ავტომობილზე, ნებისმიერ ამინდში.

Alenza 001 არის უმაღლესი ხარისხის საბურავი ქალაქისთვის, გამოიყენება უმეტესწილად ქროსოვერებზე. ის უზრუნველყოფს შესანიშნავ მართვას, მაღალ სიჩქარეზეც კი. პროტექტორის კონსტრუქცია კომფორტის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. ჭრილების 3D ფორმა პროტექტორის ბლოკის დეფორმაციას ამცირებს, ამიტომაც საბურავი უფრო გამძლე ხდება და მისიე ქსპლუატაციის ვადა იზრდება. საბურავი ასევე არის დარტყმისადმი მედეგი გაძლიერებული გვერდითა კედლის ხარჯზე. გარდა ამისა, მოდელი იდეალურად ამუხრუჭებს სველ გზაზე NanoPro-TechTM ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით. ამ მოდელს აქვს მსოფლიო წამყვანი ავტომწარმოებლების დაშვება და ხშირად გხვდება პირველად კომპლექტაციაში. Alenza 001 - საუკეთესო საბურავია ქალაქის პირობებში, სადაც მნიშნელოვანია ავტომობილის კარგი მართვადობა.

Dueler M/T 674 - მაღალი გამავლობის საბურვაი, რომელიც სპეციალურად გზოობისთვის შეიქმნა. ეს მოდელი მაქსიმალური მოჭიდებითა და მაღალი გამავლობით ხასიათდება. M/T 674-ს პროტექტორის აგრესიული დიზაინი აქვს და საუკეთესო მოჭიდებას უზრუნველყოფს რთულ გზებზე. ყველაზე ექსტრემალურ და რთულ გზებზეც კი ეს საბურავი აბსოლუტური კონტროლის შეგრძნებას უტოვებს მძღოლს. Dueler M/T 674-ის თავისებურება არის მისი ეფექტურად დაპროექტებული პროტექტორი, რის გამოც საბურავი ეფექტურად კვალავს გზას რთულ მონაკვეთებზე. Dueler M/T 674 - საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ხშირად დადის ოფროუდზე და აფასებს თავდაჯერებულობას ნებისმიერ საფარზე.

Dueler A/T 001 არის დაბალანსებული, გამძლე საბურავი SUV-ებისა და კროსოვერებისთვის. საბურავი იდეალურია ყველა ტიპის ზედაპირისთვის. Dueler A/T 001-ის პროტექტორი აერთიანებს სწორ და მოხრილ ღარებს, რათა უზრუნველყოს გაუმჯობესებული გამავლობა, წნევის ბალანსი და წყლის ეფექტური გადინება. საბურავში გვერდითი ბლოკის სპეციალური კედლების წყალობით ხმაურის დონე მნიშვნელოვნად მცირდება, რაც  Dueler A/T 001-ს აქცევს ყველაზე კომფორტულ მოდელად ქალაქში მართვისთვის. ეს მოდელი განკუთვნილია მძღოლებისთვის, რომლებიც ძირითადად მართავენ ქალაქში, თუმცა უწევთ გადაადგილება რთულ გზებზეც.

Potenza Adrenalin RE004 არის პრემიუმ კლასის სპორტული საბურავი. Potenza Adrenalin RE004 შექმნილია მაღალი სიჩქარისთვის, სადაც ვლინდება მისი პოტენციალი: შესანიშნავი მართვა და მომენტალური რეაგირება მშრალ ზედაპირებზე მართვისას. აგრესიული და დინამიური პროტექტორი უზრუნველყოფს შესანიშნავ აჩქარებას და სპორტულ იერსახეს. Potenza Adrenalin RE004 იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს მართვის სპორტულ სტილს, სურს იგრძნოს თავდაჯერებულობა და შეინარჩუნოს კონტროლი გზაზე.

Ecopia EP850 არის პირველი საბურავი Ecopia-ს ეკოლოგიური ხაზიდან, რომელიც შექმნილია სპეციალურად SUV-ებისა და ქროსოვერებისთვის. Ecopia EP850 აერთიანებს შესანიშნავ მართვას, კომფორტსა და ხმაურის დაბალ დონეს, ასევე საწვავის დაზოგვას 3.9%-მდე, ხოლო სპეციალური პროტექტორი ხელს უწყობს სველ ზედაპირზე იდეალურ დამუხრუჭებას. Ecopia EP850 შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს ეკონომიურ და კომფორტულ მართვას.