Bridgestone-ის შესახებ

Bridgestone-ის შესახებ
Bridgestone-ის შესახებ
Bridgestone-ის შესახებ
Bridgestone-ის შესახებ

ბრიჯსტოუნ ჯგუფი არის მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი საბურავებისა და სხვა რეზინის პროდუქტების, როგორიცაა ინდუსტრიული მასალები და სპორტული ნივთები.

ბრიჯსტოუნ ჯგუფი მომხმარებლებს აწვდის საბურავების დიდ ასორტიმენტს მთელ მსოფლიოში. ეს მოიცავს საბურავებს მსუბუქი ავტომობილებისათვის, სატვირთოებისა და ავტობუსები სათვის, საჰაერო ხომალდებისათვის, სამშენებლო და სამთო-მოპოვებითი ტექნიკისთვის, მოტოციკლებისათვის და ა.შ

ბრიჯსტოუნ ჯგუფი აწარმოებს და ყიდის რეზინისა და სხვა მრავალი პროდუქტის დიდ ასორტიმენტს. ამ ნაწარმისა და ტექნოლოგიების დიდი უმრავლესობა გამოიყენება ყოველდღიური ცხოვრებისას ხშირად მოხმარებად ნივთებში.

ბრიჯსტოუნ ჯგუფის უცვლელი მოწოდებაა, რომ უმაღლესი ხარისხით ემსახუროს საზოგადოებას. 

ჯგუფი დაბეჯითებით შეასრულებს ყველა აღებულ პასუხისმგებლობას და მომავალშიც მუდამ თქვენ გვერდით დარჩება. 

 

ჩვენი ახალი ბრენდის შეტყობინება

გადაწყვეტილებები თქვენი მოგზაურობისთვის

მისია
მისია

ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევთავაზოთ საუკეთესო ჩვენს მომხმარებლებსა და საზოგადოებას არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტების, მომსახურებებისა და ტექნოლოგიების სახით, არამედ ჩვენი კორპორატიული აქტივობებითაც. 

ჩვენ ორიენტირებული ვართ ხარისხზე, ვინაიდან გვამოძრავებს სურვილი, რომ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და ადამიანების ცხოვრების ხარისხი ყველგან.

ჩვენი მისიის მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ კომპანია, რომელსაც მსოფლიო ენდობა - კომოანია, რომლითაც ყველა ვამაყობთ.


ისტორია

1931 დაარსდა Bridgestone Tire Co., LTD ქალაქ კურუმეში, ფუკოკას პრეფექტურა - იაპონია.

1934 იწყება საბურავების სრულფასოვანი წარმოება კარუმეს ახალ აშენებულ ქარხანაში.

ისტორია - 1934

1937 სათაო ოფისი გადაიტანეს კურუმედან ტოკიოში.

1953 გაყიდვები აჭარბებს 10 მილიარდ იენს, რის შედეგადაც Bridgestone იკავებს ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას იაპონიაში.

1983 Bridgestone-მა შეიძნა Firestone-ის ქარხანა ნეშვილში, როგორც თავისი პირველი წარმოების ქარხანა აშშ-ში.

1984 Bridgestone-მა დანერგა კორპორაციული იდენტობის სისტემა, რათა გაეძლიერებინა ლოკალური და გლობალური სტრატეგიები და დაეუმჯობესებინა კომპანიის ხარისხი.

1990 დაარსდა Bridgestone/Firestone Europe S.A. ევროპაში შვილობილი კომპანიების მეთვალყურეობისა და ადმინისტრაციისთვის.

ისტორია - 1990

1997 Bridgestone პირველად მონაწილეობს Formula 1®-ის რბოლაში.

1998 დაიწყო პარტნიორობა თეგეტა მოტოსსა და Bridgestone-ს შორის, რის შედეგადაც თეგეტა ხდება Bridgestone-ის პირველი და ერთადერთი წარმომადგენელი საქართველოში.

2014 Bridgestone ხდება მსოფლიო ოლიმპიური პარტნიორი.